Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილმა და ერდოანმა კულტურულ მემკვიდრეობაზე ისაუბრეს


თურქეთში შეხვედრები გამართა საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდოანთან საუბრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თურქეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. ივანიშვილი შეეხო კულტურული მემკვიდრეობის საკითხსაც. „ვისაუბრეთ კულტურულ მემკვიდრეობაზე, ვისაუბრეთ პრობლემებზე მეჩეთის აშენების, რომელიც, მე მგონი, რომ წარმატებით გადავწყვიტეთ და შევთანხმდით. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის პრემიერს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ კულტურულ მემკვიდრეობას რაც შეეხება, ოშკის და იშხანის ძეგლების აღდგენა მიმდინარეობს თურქეთში და მან მყისიერად პასუხი გამცა, რომ იქ შეიძლება დაშვება ქართველი არქიტექტორების, ქართული ჯგუფის“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ივანიშვილი თურქეთის პრეზინდენტსაც შეხვდა. საუბრის მთავარი თემა იყო ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG