Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ ახტირკაში ნაციონალისტური პარტიის წევრებმა ლენინის ძეგლი დაანგრიეს


უკრაინაში, სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში, ნაციონალისტური პარტია „თავისუფლების“ ათზე მეტმა მომხრემ უკრაინის პარლამენტის დეპუტატ იგორ მიროშნიჩენკოს მეთაურობით დაანგრია ვლადიმირ ლენინის ძეგლი. როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, მიროშნიჩენკო მონუმენტზე აძვრა და მასზე დაამაგრა ტროსი, რის შემდეგაც ძეგლი დაანგრიეს სატვირთო ავტომანქანის მეშვეობით. ძეგლის დანგრევაში მონაწილე პირები დააპატიმრეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის ბრალდებით.
XS
SM
MD
LG