Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას სთხოვენ


ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ვაშინგტონში გამართულ დემონსტრაციებში. ისინი პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან მოითხოვენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისათვის კონკრეტული ზომების მიღებას. ტელევარსკვლავებსა და ცნობილ პოლიტიკოსებთან ერთად, აქცის მონაწილეები პრეზიდენტს სთხოვენ შეაჩეროს ნავთობსადენის მშენებლობა, რომელიც ტეხასიდან კანადაში გადის. რამდენიმე ხნით ადრე ობამამ პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გარკვეულ ზომებს მიმართავდა, თუმცა მისმა წინადადებებმა კონგრესის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
XS
SM
MD
LG