Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დღეს კვლავ გაიმართა საპროტესტო გამოსვლა


სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, რაფი ჰოვანესიანის ოთხი ათასამდე მომხრე კვლავ გავიდა დღეს ერევნის ქუჩებში. ჰოვანესიანმა, 18 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა და ხმების 37 პროცენტი მიიმხრო. დემონსტრაცია ხელისუფლების ნებართვის გარეშე გაიმართა. გასულ დღეებში, ერევანში ქუჩაში გასულების რაოდენობა მეტი იყო. ჰოვანესიანის „მემკვიდრეობის“ პარტია მოუწოდებს მომხრეებს დემონსტრაცები მოაწყოს 26 და 28 თებერვალსაც.
XS
SM
MD
LG