Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საფრანგეთის ლიდერებს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეხვდა სირიაში კონფლიქტზე და მალიში საფრანგეთის სამხედრო ოპერაციაზე მოსალაპარაკებლად. კერი სახელმწიფო მდივნის რანგში პირველად მოგზაურობს საზღვარგარეთ. დღეს ის პარიზში, საფრანგეთის ლიდეერებთან შეხვედრის შემდეგ გაფრინდა რომში, სირიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. საქმე ეხება „სირიის მეგობართა ჯგუფის“ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობენ ათობით ქვეყნის წარმომადგენლები და სირიელი ოპოზიციონერები, სირიაში კონფლიქტის მოგვარების გზების განსახილველად.
XS
SM
MD
LG