Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი შეშფოთებას გამოხატავს სიონიზმის შესახებ რეჟეპ ტაიპ ეროდოანის გამონათქვამზე


შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შეშფოთებას გამოხატავს თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჟეპ ტაიპ ერდოანის მიერ სიონიზმისთვის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის წოდების გამო. ოფიციალურმა პირმა, რომელიც კერისთან ერთად რომიდან ანკარაში გაფრინდა, ერდოანის კომენტარს „განსაკუთრებით აგრესიული“ უწოდა. ოთხშაბათს ვენაში, გაეროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას ეროდოანმა თქვა, რომ ისლამოფობია ისევე უნდა ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად, როგორც სიონიზმი, ანტისემიტიზმი და ფაშიზმი. ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ერდოანის გამოსვლას „სიბნელე და სიცრუე“ უწოდა. თეთრმა სახლმა ეროდოანის სიტყვები ოფიციალურ განცხადებაში დაგმო. გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის წარმომადგენელმა ერდოანის კომენტარს „დასანანი და ზარალისა და განხეთქილების მომტანი“ უწოდა. თურქეთი ისრაელის ერთადერთი მოკავშირე იყო მუსულმანურ სახელმწიფოებში, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა უკანასკნელი წლების განმავლობაში.
XS
SM
MD
LG