Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალეტის რუს მოცეკვავეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


რუსეთში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დიდი თეატრის სოლისტს, ბალეტის მოცეკვავე პაველ დმიტრიჩენკოს, ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელზე თავდასხმასთან კავშირში ბრალდების საფუძველზე. დმიტრიჩენკო აღიარებს, რომ მისი სურვილი იყო სერგეი ფილინზე თავდასხმა და რომ ბრალდებულ იური ზარუტსკის ესაუბრებოდა თავდასხმის გეგმაზე. მაგრამ დმიტრიჩენკო უარყოფს, რომ რაიმე კავშირი ჰქონდა ფილინისთვის სახეში მჟავის შესხმასთან. „როცა გავიგე, რა დაემართა სერგეის, უბრალოდ თავზარი დამეცა. ვერ ვიჯერებდი, რომ ამ კაცმა - ზარუტსკიმ, რომელმაც შემომთავაზა, სერგეი ფილინს ვცემო - აიღო და მჟავით ეს ყველაფერი გააკეთა. მეგონა, ჭკუიდან გადავიდოდი, ჩემთვის ეს შოკი იყო“, განაცხადა დმიტრიჩენკომ. პოლიციის ცნობით, თავდასხმა მოჰყვა ბრალდებულის უკმაყოფილებას იმით, რომ ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი წამყვან პარტიებს არ აძლევდა დმიტრიჩენკოს მეგობარ ქალს. ეს გარემოება სახელდება თავდასხმის მოტივად. დმიტრიჩენკოსთან და ზარუტსკისთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ანდრეი ლიპატოვი. რაც შეეხება დაზარალებულს - მას თავდასხმის შემდეგ რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა, მათ შორის დღესაც, გერმანიაში ჩაუტარდა თვალების ოპერაცია.
XS
SM
MD
LG