Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი კოსმონავტებისა და ამერიკელი ასტრონავტის დედამიწაზე დაბრუნება გადაიდო უამინდობის გამო


ორი რუსი კოსმონავტისა და ამერიკელი ასტრონავტის საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნება გადაიდო ყაზახეთში უამინდობის გამო. რუსეთის კოსმოსური სააგენტოს "როსკოსმოსის" განცხადებით, "სოიუზის" კაფსულის დედამიწაზე დაშვება პარასკევიდან შაბათ დილისთვის გადაიდო დაშვებისთვის დაგეგმილ ზონაში - ყაზახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში თოვლის, ქარბუქისა და ყინვის გამო. საბოლოო გადაწყვეტილება დაშვების დროის თაობაზე დღეს ღამით გაირკვევა. რუსი კოსმონავტები ოლეგ ნოვიცკი და ევგენი ტარელკინი, აგრეთვე ამერიკელი ასტრონავტი კევინ ფორდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასული წლის ოქტომბრიდან იმყოფებიან. მათი დაბრუნების შემდეგ, სადგურზე კანადურ-ამერიკულ-რუსული, სამკაციანი ეკიპაჟი გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG