Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: შსს სრულად აკონტროლებს ვითარებას


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო სრულად აკონტროლებს და მართავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ამ საკითხზე ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე. „განცდა, რომ თითქოს რაღაც დაიძაბა, შეიძლება, იყოს განპირობებული იმით, რომ ქვეყანაში მართლაც უპრეცედენტო ამნისტიის შედეგად გამოვიდა დაახლოებით 8000 ადამიანი ციხიდან. ამას დაემატა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 2000 ადამიანი, მათ შორის არიან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირებიც. მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პირადად მე, როგორც მინისტრი, ვარ პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას და ვმართავთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებს შეკითხვებს უპასუხა მთავრობის ახალი ინიციატივის ფარგლებში: ”საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის”. პრესკონფერენციაზე სხვა საკითხებსაც შეეხნენ, მათ შორის ვითარებას სამცხე-ჯავახეთში, 112-ის დაფინანსების წესებსა და ოპოზიციის მიერ 19 აპრილისათვის დაგეგმილ აქციას.
XS
SM
MD
LG