ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ნდობას უცხადებს აშშ-ის პოლიტიკას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პრევენციისკენ არის მიმართული. ამის თაობაზე აშშ-ის და ისრაელის პრეზიდენტების იერუსალიმში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შიმონ პერესმა გაიმეორა, რომ ისრაელის უსაფრთხოებისათვის ირანი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ისრაელის პრეზიდენტმა საფრთხის წყაროდ პალესტინის დაჯგუფება „ჰამასი“ და ლიბანის შიიტური ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰიზბალაჰიც“ დაასახელა. რაც შეეხება სირიას, პერესმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ქიმიური იარაღის მარაგები არ უნდა აღმოჩნდეს ტერორისტულ დაჯგუფებათა ხელში. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ „ისრაელს არ ჰყავს აშშ-ებზე უფრო დიდი მეგობარი.“ ისრაელში პირველი ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს ობამამ ორი ქვეყნის კავშირს „სამარადისო“ უწოდა.
ყველაზე პოპულარული
1