აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, 21 მარტს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს ესტუმრა. ობამა, რომელიც რამალაში ისრაელიდან შვეულმფრენით ჩაფრინდა, პალესტინის ხელისუფლების მეთაურ მაჰმუდ აბასთან და სხვა ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებას. ანალიტიკოსთა თქმით, პალესტინა უკმაყოფილოა იმით, რომ ვაშინგტონი არასაკმარის ზეწოლაში ისრაელზე, რათა ამ უკანასკნელმა შეეწყვიტოს უკანონო დასახლებების მშენებლობა იმ მიწაზე, რომელიც პალესტინელთა აზრით ოდესმე მათი სახელმწიფო გახდება. რამალაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ პრეზიდენტი ობამა იერუსალიმში დაბრუნდება, სადაც იგი ისრაელის სტუდენტების წინაშე მნიშვნელოვანი მიმართვის გაკეთებას გეგმავს. ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მათ ირანის ბირთვულ პროგრამაზე და სირიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე ისაუბრეს. ობამამ განაცხადა, რომ ის გააკეთებს ყველაფერს ”რაც აუცილებელია”, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა. ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ”სრულიად დარწმუნებულია”, რომ აშშ მოაგვარებს პრობლემას.
ყველაზე პოპულარული
1