Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროკავშირის სამხედრო ოპერაციაში ერთი გამნაღმველით ჩაერთვება


საქართველომ ევროკავშირს მათი ეგიდით საერთაშორისო ოპერაციებში თანამონაწილეობის საკუთარი ვარიანტი შესთავაზა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განაცხადა. გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზად არის მონაწილეობა მიიღოს მალიში ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში. "თავდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტი თანამონაწილეობის. ეს გულისხმობს ერთობლივ საშტაბო სხდომებში საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობას, რათა მათი დაგეგმარების პროცესში ჩაერთოს და ასევე, შევთავაზეთ ერთი გამნაღმველი. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები",-განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, ეს შემოთავაზება საქართველომ გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში კეთრინ ეშტონისგან მიიღო.
XS
SM
MD
LG