Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ იორდანიას სირიელი დევნილებისათვის დაეხმარებას ჰპირდება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პარასკევს იორდანიას 200 მილიონი დოლარის გამოყოფას დაჰპირდა, სირიიდან დევნილი ასობით ათასობით დევნილის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამანში, მეფე აბდალა მეორესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ აღნიშნული თანხის გამოყოფის მოთხოვნით კონგრესს მიმართავს. ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე პარასკევს, ბარაკ ობამამ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი ბაშარ ასადი უნდა გადადგეს. ამასთან აშშ-სი ლიდერმა აღნიშნა, რომ ძალიან ეშინია ქვეყნის „ტერორისტების ანკლავად გადაქცევის“ პერსპექტივისა. იორდანიით ბარაკ ობამამ დაასრულა ახლოაღმოსავლური ტურნე, რომლის განმავლობაშიც აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსაც ესტუმრა.
XS
SM
MD
LG