Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია საგონებლებშია მისი ლიდერის გადადგომის გამო


ეროვნული საბჭოს ზომიერი ლიდერის გადადგომამ საგონებელში ჩააგდო სირიის ოპოზიცია. მოაზ ალ ხატიბმა გადადგომის შესახებ განცხადება ინფორმაცია ფეისბუკით გაავრცელა კვირას, როდესაც ორი დღეა დარჩენილი კატარში დანიშნულ, სირიის საკითხზე არაბთა ლიგის მორიგ შეხვედრამდე. მასზე უნდა გადაწყდეს, უნდა გადაეცეს თუ არა სირიისათვის ლიგაში განკუთვნილი ადგილი სირიის ოპოზიციას. არაბთა ლიგაში სირიის წევრობა ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის გამო შეჩერდა. სირიის ეროვნული საბჭოს აცხადებს, რომ არ დააკმაყოფილა ხატიბის გადადგომა და მოუწოდებს მას განაგრძოს ოპოზიციის ლიდერის პოსტზე მოღვაწეობა. კატარი, რომელიც სირიის ოპოზიციის წამყვანი საერთაშორისო მხარდამჭერია, წუხილს გამოთქვამს სირიის ოპოზიციის ლიდერის ნაბიჯზე და იმედოვნებს, რომ ხატიბი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც გამოთქვა წუხილი ხატიბის გადაგომაზე, თუმცა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეაფერხებს სირიის პოზიციისათვის აშშ-ის დახმარებას.
XS
SM
MD
LG