პაკისტანში 11 მაისისთვის დანიშნული საყოველთაო არჩევნების ჩატარება ქვეყნის დროებითმა მთავრობამ და მისმა პრემიერ-მინისტრმა უნდა უზრუნველყონ. დროებით მთავრობას 84 წლის ყოფილი მოსამართლე ხაზარ ხან ხოსო უხელმძღვანელებს, რომელიც პაკისტანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს საკუთარი კანდიდატის შეთავაზება. ხოსო დროებითი მთავრობის ფორმირებას შეუდგა. კარსმომდგარმა არჩევნებმა პირველად უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა პაკისტანში, სადაც 1947 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება.
ყველაზე პოპულარული
1