კონცერტების შესახებ კულტურის ყოფილი მინისტრის მიერ რუსეთში გაგზავნილ წერილში კონფიდენციალურს ვერაფერს ხედავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის თქმით, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ არაფერი იცოდა არც ამ და არც სხვა ბევრი მიმოწერის შესახებ, რომელიც ალბათ, ნელნელა გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ”სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ვნახავთ არაერთ შოკისმომგვრელ მიმოწერას, ხოლო იმ საკითხზე, რაზეც წერილი იყო, არ ვიცი რა შეიძლება საიდუმლო იყოს, იარაღის მიწოდება-მოწოდებაზე იყო საუბარი, თუ რამე სხვაზე?! კონცერტების თაობაზე მიმოწერა რომელ ქვეყანაშია საიდუმლო და რატომ უნდა იყოს საიდუმლო საქართველოში?!” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ყველაზე პოპულარული
1