Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა, ჩრდილოეთმა კორეამ და სირიამ დაბლოკეს იარაღით ვაჭრობაზე ხელშეკრულება


გაეროში არ მოხერხდა მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის მარეგულირებელი ხელშეკრულების მიღება. ირანმა, ჩრდილოეთმა კორეამ და სირიამ მხარი არ დაუჭირეს ხელშეკრულების პროექტს, რომელზე მოლაპარაკებებიც გაეროში 9 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ხელშეკრულების დასამტკიცებლად საჭირო იყო გაეროს ყველა წევრის ხმა. ირანისა და ჩრდილოეთი კორეის მიმართ დღესაც ძალაშია გაეროს მიერ დაწესებული ემბარგო შეიარაღებაზე. ამის მიზეზი ირანისა და ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამებია. სირიაში კი უკვე მესამე წელია გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება. გასული წლის ივლისში უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ რამდენად მკაცრი უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ხელშეკრულება იარაღით ვაჭრობაზე. 28 მარტი იყო გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესებული ბოლო ვადა ხელშეკრულების მისაღებად. მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის მასშტაბი წელიწადში 60 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG