Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს მზადყოფნას აშშ-ს ბაზებზე თავდასხმისთვის


ჩრილოეთი კორეა აცხადებს აშშ-ს სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშების განხორციელებისთვის მზადყოფნას. იგულისხმება როგორც აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში მდებარე ბაზები, აგრეთვე წყნარ ოკენესა და სამხრეთ კორეაში არსებული ბაზებიც. ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ხუთშაბათს საღამოს ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა ბრძანებას იმის გამო, რომ კორეის ნახევარკუნძულის თავზე აშშ-ის სტელსის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ფრენა განხორციელდა. ჩრდილოეთი კორეის მედიაში ქვეყნის ლიდერის შემდეგი სიტყვები ქვეყნდება: ”დადგა ამერიკელ იმპერიალისტებთან ანგარიშსწორების დრო”. აშშ აცხადებს, რომ მან ორი B-2 ტიპის ბირთვული შესაძლებლობის ბომბდამშენი გაუშვა კორეის ნახევრკუნძულის თავზე და ეს სამხრეთ კორეასთან ერთად წარმოებული სამხედრო წვრთნის ფარგლებში მოხდა.
XS
SM
MD
LG