არაკომერციული ამერიკული ორგანიზაცია, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აკრიტიკებს აზერბაიჯანული მედიის ანგარიშს ორგანიზაციის აქტივისტების თაობაზე. ხუთშაბათს ედი-მ გაავრცელა ანგარიში, რომელშიც „ფაბრიკაცია და წინასწარგანზრახული პროპაგანდა“ უწოდა აზერბაიჯანის მედიის მიერ გავრცელებულ ისტორიებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის აქტივისტების საქმიანობის შესახებ. ზოგიერთი აზერბაიჯანული მედიის ანგარიში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის, უცხოური ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონის დარღვევას და არასაკმარისი ფინანსური გამჭვირვალობის გამო დებს ბრალს. ორგანიზაციის საპასუხო განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აზერბაიჯანში კანონიერად 1995 წლიდან მოქმედებს და სხვადასხვა სრულიად გამჭვირვალედ ახორციელებს პროექტებს დემოკრატიული ინსტიტუტების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აზერბაიჯანული მედიის ანგარიშს „პროპაგანდას“ უწოდებს
ყველაზე პოპულარული
1