Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში ისლამისტები მოითხოვენ ათეისტი ბლოგერების დასჯას


ბანგლადეშში ისლამისტები გამოდიან მოწოდებით დადგეს ათეისტი ბლოგერების პასუხისმგებლობის საკითხი. შაბათს ათასობით პირმა მიიღო მონაწილეობა დედაქალაქ დჰაკაში გამართულ დემონსტრაციაში და მოითხოვა მიღებულ იქნეს ახალი კანონი, რომელიც ისლამის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯას გაითვალისწინებს. ისლამისტური ჯგუფი, ჰეფაზატ-ე-ისლამი არ დაემორჩილა მოწინააღმდეგე, სეკულარიზმის მომხრე აქტივისტების მიერ მთავრობის მხარდასაჭერად გამოცხადებულ საყოველთაო გაფიცვას. ამასთან, ისლამისტები მთავრობას მოუწოდებენ შემოიღოს სავალდებულო ისლამური განათლება და უკუაგდოს პოლიტიკა, რომელიც სქესებს შორის თანასწორობას ითვალისწინებს. მიმდინარე კვირაში ბანგლადეშში დააპატიმრეს ოთხი ბლოგერი, ბრალდებით, რომ მათი ბლოგ-პოსტები მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა. ბანგლადეშის მოსახლეობის 90-მდე პროცენტი ისლამის მიმდევარია. ისლამისტებს და სეკულარიზმის მომხრეებს შორის განხეთქილება მნიშვნელოვნად გარღმავდა მას შემდეგ, რაც თებერვალში ათეისტი ბლოგერი იქნა მოკლული. ამასთან, უთანხმოება მოჰყვა საგანგებო ტრიბუნალის ვერდიქტსაც, რომლითაც ორი გავლენიანი ისლამისტი ლიდერი დამნაშავედ სცნეს ომის დანაშაულების ჩადენაში 1971 წლის დამოუკიდებლობის ბრძოლის დროს.
XS
SM
MD
LG