სირიის ტელევიზიის ინფორმაციით, დამასკის ცენტრში დღეს მომხდარ ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ცნობაში არაფერია ნათქვამი დახოცილთა რაოდენობაზე. ინციდენტი მოხდა საბაა მაჰრატის სკოლასთან, ქალაქის უმთავრეს საქმიან უბანში, სადაც განთავსებულია სირიის ცენტრალური ბანკი და ფინანსთა სამინისტრო. „ფრანცპრესის“ სააგენტოს კორესპონდენტი იტყობინება, რომ აფეთქებამ დიდი დაზიანება გამოწვია, მას სროლაც მოჰყვა. სირიის მეამბოხეები, რომლებიც ორი წელიწადია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ებრძვიან, დამასკის ცენტრის მისადგომებში იბრძვიან და სხვადასხვა სახის თავდასხებს აწყობენ.
ყველაზე პოპულარული
1