Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აპირებს საქართველოში ფულბრაიტის პროგრამის გაფართოებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტარა სონენშაინი საქართველოს ეწვევა და ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს ფულბრაიტის პროგრამის გაფართოების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, სონენშაინი 13 აპრილს ეწვევა საქართველოს, მეზობელ რუსეთში და უკრაინაში ვიზიტების შემდეგ. საქართველოში დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, გიორგი მარგველაშვილთან სონენშაინის შეხვედრა, რომლის დროსაც ხელს მოაწერენ მემორანდუმს. დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრები ჟურნალისტებთან, მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლებთან. ამას გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მიმართავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გამოხატვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე სასაუბროდ. ფულბრაიტის პროგრამა მოიცავს პრესტიჟულ სტიპენდიებს სტუდენტების, პედაგოგების, მკვლევრებისა და ხელოვანებისათვის. ის 1946 წელს დააარსა ამერიკელმა სენატორმა, უილიამ ფულბრაიტმა.
XS
SM
MD
LG