Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი


ბრიუსელში მიმდინარეობს ნატოს მინისტერიალი, რომლის ფარგლებშიც ალიანსის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრაში მონაწილეობისთვის ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან. საგარეო საქმეთა სამინისტრის ცნობით, ფანჯიკიძისა და კერის პირველი შეხვედრისას განიხილება საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობის მნიშვნელოვანი დეტალები, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სხვა მიმართულებები. ბრიუსელში ვიზიტისას მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის მაღალჩინოსნებსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG