Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის რესპუბლიკელები გააქტიურდნენ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ


აშშ-ის რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა გააძლიერეს მოწოდება, იმოქმედოს აშშ-მა სირიის მთავრობის წინააღმდეგ. მოწოდებების გაძლიერება მოჰყვა მზარდი დამადასტურებელი მასალის მოძიებას იმის თაობაზე, რომ ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა მიმდინარე სამოქალაქო ომის განმავლობაში. აზრთა დიდი სხვადასხვაობაა იმის გამო, თუ რა უნდა გაკეთდეს, და არის თუ არა სწორი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ფრთხილი მოქმედება. სირიის მეამბოხეებს აშშ არასამხედრო დახმარებას უწევს და პოლიტიკურად ზურგს უმაგრებს, თუმცა თავს იკავებს იარაღის ან სხვა სახის სამხედრო დახმარების გაწევისგან. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირაში განაცხადეს, რომ სირიამ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენა ორჯერ, მარტის თვეში. აშშ-ის ამ შეფასებას იზიარებს ზოგიერთი მოკავშირე, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ისრაელი და კატარი, რომლებიც უფრო აგრესიული რეაგირების მომხრე არიან სირიის კონფლიქტში.
XS
SM
MD
LG