Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ავარია განიცადა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა


ყირიგზეთში ავარია განიცადა ამერიკულმა საწვავგამმართავმა თვითმფრინავმა. დაღუპულების, ან დაშავებულების შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. ყირგიზეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი პარასკევს ჩამოვარდა სოფელ ჩალდიბართან, ყირიგზეთის დედაქალაქიდან 200-მდე კილომეტრში. ეს რეგიონი ყაზახეთის საზღვართან მდებარეობს. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. როგორც იუწყებიან, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა ბიშკეკის მახლობლად, მანასის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ.
XS
SM
MD
LG