Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთმა დაიწყო აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ავარიის გამოძიება


ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ თვითონაც დაიწყო გამოძიება პარასკევს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად. დედაქალაქ ბიშკეკიდან 160-მდე კილომეტრში აშშ-ის საწვავგამმართავი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შემდეგაც ნამსხვრევებში ორი გვამი იპოვეს. ეკიპაჟი სამი კაცისაგან შედგებოდა. შაბათს განცხადება გააკეთა ყირგიზეთის პროკურატურის წარმომადგენელმაც. მან განაცხადა, რომ გამოძიება ყურადღებას გაამახვილებს ავარიის სამ შესაძლო მიზეზზე: ადამიანის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, ტექნიკურ ხარვეზზე და უხარისხო საწვავზე. თვითმფრინავი ჩამოვარდა 10-ოდე წუთში, ბიშკეკთან მდებარე მანასის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ. ამერიკელი სამხედროები მანასის აეროპორტს იყენებენ ავღანეთში ოპერაციების მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG