Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო დღეა


ირანში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო დღეა. როგორც იუწყებიან, მიმდინარე კვირაში განაცხადი 360-ზე მეტმა პირმა შეიტანა. მათ შორის არიან ყოფილი რეფორმატორი ვიცე-პრეზიდენტი მუჰამედ რეზა არეფი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ღოლამ ალი ჰადად ადელი, რომელიც უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკავშირეა. განაცხადები ასევე წარადგინეს თეირანის მერმა, მუდამედ ბაღერ ყალიბაფმა, პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მრჩეველმა ალი აკბარ ჯავანფექრმა, პრეზიდენტის უფროსმა ძმამ, დავოოდ აჰმადინეჟადმა და რეფორმების მომხრე აქტივისტმა, ებრაჰიმ ასღარზადემ. ახლა მსურველთა სიას გუშაგთა საბჭო შეისწავლის - ორგანო, რომელიც არჩევითი არ არის და რომელსაც ხამენეის მიერ დასახელებული რელიგიური კონსერვატორები აკონტროლებენ. საბჭო შემდეგ დაასახელებს იმ პირთა საბოლოო სიას, რომლებიც 14 ივნისის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატები გახდებიან. ამჟამინდელი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ პოსტიდან უნდა წავიდეს.
XS
SM
MD
LG