საფრანგეთმა დაიწყო მალიდან თავისი სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა. მალის დედაქალაქის, ბამაკოს მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზიდან დღეს უკვე დაიძრა კოლონა, ჯავშანტექნიკით და მანქანებით, რომლებიც კოტ დ’ივუარისკენ გაემართნენ. ამ ქვეყანაში საფრანგეთმა თავისი ოთხი ათასი სამხედრო შეიყვანა მას მერე, რაც იქ ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებას მოჰყვა ისლამისტი მეამბოხეების გააქტიურება. მათ, გადატრიალების შემდეგ, დაიკავეს დიდი ქალაქები და შეუდგნენ იქ მაჰმადიანური, შარიათის კანონის დამყარებას. საფრანგეთის ჯარის გამოყვანას თან სდევს მალის არმიისთვის ქვეყანაში უსაფრთხოებისთვის პასუხიმგებლობის გადაცემა. ივლისში მალიში აპირებენ საყოველთაო არჩევნების ჩატარებას. არჩევნების დროს, როგორც „ბი-ბი-სი-ს“ ცნობაშია ნათქვამი, უსაფრთხოებას მალსი არმიასთან ერთად დაიცავენ გაეროს სამშვიდობო ჯარისკაცები.
ყველაზე პოპულარული
1