Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამი ადამიანი დაიღუპა „წითელ ჯვარზე“ თავდასხმისას


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ორმა თვითმკვლელმა თავი აიფეთქა აღმოსავლეთ ავღანეთში „წითელი ჯვრის“ ოფისზე თავდასხმისას. მათთან ერთად დაიღუპა ერთი მცველი, დაიჭრა ასევე ერთი მცველი. თავდასხმა ქალაქ ჯალალაბადში მოეწყო. პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, ოთხშაბათს, საღამო ხანს დაიწყო ექსტრემისტების თავდასხმა შენობაზე, რომელსაც „წითელი ჯვარი“ სტუმრების დასაბინავებლად იყენებს. როგორც იუწყებიან, თავდამსხმელებმა თავი აიფეთქეს ავღანეთის უშიშროების ძალებთან ურთიერთსროლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG