Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის ეკლესია მთავრობისგან ანტიდისკრიმინაციული კანონის შეცვლას მოითხოვს


მოლდავეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ აუკრძალა მთავრობის წარმომადგენლებს ზიარებაზე დასწრება, ჰომოსექსუალთა უფლებებისადმი მათი დამოკიდებულების გამო. განცხადების ავტორების თანახმად, ეკლესია საყოველთაო დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს ხაოლხს, თუ მთავრობა არ შეცვლის კანონს, რომელიც ჰომო- და ბისექსუალებს, ასევე ტრანსგენდერებს, იცავს დისკრიმინაციისგან. ეკლესიას სურს, ამათან ერთად, აიკრძალოს, როგორც უწოდებს „ამორალური პროპაგანდა“. ამ კვირაში, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთის კანონი „ჰომოსექსუალური პროპაგანდის“ წინააღმდეგ, ასევე მსგავსი კანონები უკრაინასა და მოლდავეთში, არალეგალურია და უნდა გაუქმდეს. მოლდავეთის ეკლესია ოფიციალურად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG