Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუ: ნებისმიერი შეთანხმება, თუ მას მივაღწევთ, რეფერენდუმზე უნდა გავიდეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რეალურ წინსვლას მიაღწიეს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკების გარშემო, მაგრამ, მისივე თქმით, მეტი მუშაობაა საჭირო. მან თავისი მოლაპარაკებები ისრეალის და პალესტინის წარმომადგენლებთან შეაფასა, როგორც "დადებითი და მნიშვნელოვანი". კერი რამდენჯერმე შეხვდა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს მაჰმუდ აბასს და ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეტანიაჰუს. კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკებები შეწყდა 2010 წელს. პალესტინელები მოითხოვენ, რომ ისრაელმა შეწყვიტოს მათ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთს ნაპირზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელთათვის დასახლებების მშენებლობა. ისრაელი ყოველგვარი წინაპირობით მოლაპარაკების დაწყების მომხრეა. ისრაელის პრემიერის განცხადება: „ისრაელი მზად არის ჩაერთოს მოლაპარაკებაში ახლავე, წინაპირობების გარეშე და ჩვენ შეფერხებებს არ ვუქმნით მოლაპარაკების განახლებას პალესტინელებსა და ჩვენს შორის მუდმივი მშვიდობის შესახებ შეთანხმების თაობეზე. ჩვენ მტკიცედ დავდგებით, რაც მთავარია, უსაფრთხოების სფეროში. ამ საკითხებში კომპრომისზე არ წავალთ. არ იარსებს შეთანხმება, რომელიც ისრაელის მოქალაქეთა უსაფრთხოებას დაემუქრება. ვფიქრობ, ნებისმიერი შეთანხმება, თუ მას მივაღწევთ, რეფერენდუმზე უნდა გავიდეს“.
XS
SM
MD
LG