Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოსდამცველი აქტივისტები საფრანგეთის ატომურ ელექტროსადგურზე შეიჭრნენ


ყველა გარემოსდამცველი აქტივისტი, რომლებიც საფრანგეთის ატომურ ელექტროსადგურზე შეირნენ, დაკავებულები არიან. 29 კაცისაგან შემდგარი ჯგუფი ორშაბათს დილაადრიან შეიჭრა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტრიკასტინის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. მათ ხელთ ეპყრათ ბანერები წარწერით „ტრიკასტინი: ბირთვული ავარიის წყაროა“ და „ფრანსუა ოლანდი: კატასტროფული პრეზიდენტია“. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, აქტივისტებმა ვერ შეძლეს სადგურის მგრძნობიარე არეალში შეღწევა. საფრანგეთის გარემოსდამცველებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ატომური ელექტროსადგური ხუთიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოდ არი შეფასებული. 2008 წელს ტრიკასტინის ატომური ელექტროსადგურიდან მოხდა ურანის გაჟონვა, რაც 200 კილომეტრის დაშორებით მდებარე არეალში გავრცელდა და ახლომდებარე მდინარეები დააბინძურა.
XS
SM
MD
LG