Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ტრეივონ მარტინის საქმის შესახებ ისაუბრა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პირველი საჯარო განცხადებები გააკეთა უიარაღო, შავკანიანი თინეიჯერი ბიჭის ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლის და შემდეგ თავდამსხმელის სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. ობამას თქმით, ტრეივონ მარტინის მკვლელობამ აფრო-ამერიკელებს შორის სიბრაზე და პროტესტი გამოიწვია, რადგან ამ შემთხვევას ისინი უსამართლო ისტორიის და რასიზმის გამოცდილების პერსპექტივიდან აღიქვამენ. „როცა ტრეივონ მარტინს პირველად ესროლეს, მაშინ ვთქვი, რომ ის შეიძლებოდა ჩემი შვილი ყოფილიყო“ - განაცხადა ობამამ და დასძნა - „სხვანაირად რომ ვთქვა, ეს შიეძლებოდა მე ვყოფილიყავი, 35 წლის წინ“. ობამას განცხადებით, აშშ-ში „ძალიან ცოტა აფრო-ამერიკელი კაცი თუ მოიძებნება, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილი მაღაზიაში საყიდლებზე ყოფნისას უკან გამოდევნება. ეს მეც გადამხდენია“. 17 წლის ტრეივონ მარტინი 2012 წლის თებერვალში მოკლა სამოქალაქო პატრულის წევრმა, ჯორჯ ციმერმანმა. 13 ივლისს ის ფლორიდის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ის თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. ამ სასამართლოზე გამოტანილი განაჩენი აშშ-ში საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ მწვავე თემად რჩება.
XS
SM
MD
LG