Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა შეხვდა ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლებს


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვაშინგტონში შეხვდა ისრაელისა და პალესტინელების წარმომადგენლებს, რომლებმაც ორშაბათს განაახლეს სამშვიდობო მოლაპარაკება. თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, ობამა შეხვდა ორივე მხარის მთავარ მომლაპარაკებლებს, ისრაელის იუსტიციის მინისტრ ციპი ლივნის და მაღალი რანგის პალესტინელ ოფიციალურ პიეს, საებ ერეკატს. სამშაბათსვე გაიმართა ციპი ლივნის და საებ ერეკატის შეხვედრა ამერიკელი შუამავლების გარეშე. ისრაელისა და პალესტინელების პირდაპირი მოლაპარაკება 2010 წლის სექტემბერში შეწყდა ისრაელის დასახლებების მშენებლობის გარშემო უთანხმოების გამო.
XS
SM
MD
LG