Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ახალი პრეზიდენტი ერთგულების ფიცს დადებს


ირანის ახალი პრეზიდენტი ჰასან როჰანი დღეს ერთგულების ფიცს დადებს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ის ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ოფიციალურად დაამტკიცა პრეზიდენტის პოსტზე. ფიცის დადების ცერემონია კვირას გაიმართება პარლამენტის წევრების წინაშე, უცხო ქვეყნების დელეგაციების თანდასწრებით. ირანის კონსტიტუციით, როჰანის ოთხწლიანი პრეზიდენტობის ვადა უკვე დაწყებულია, პრეზიდენტად უზენაესი ლიდერის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ. როჰანიმ ივნისში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტის პოსტზე მაჰმუდ აჰმადინეჟადი შეცვალა. შაბათის მიმართვაში, როჰანიმ ირანელებს მოუწოდა სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში პროდუქტიულობის გაზრდისაკენ ეკონომიკის აღმასვლის ხელშესაწყობად მაშინ, როცა მთავრობა მიმართავს ახალ ზომებს საერთაშორისო სარბიელზე ირანის პოზიციის გასაუმჯობესებლად და მის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციების გასაუქმებლად.
XS
SM
MD
LG