Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქრაძე-კვირიკაშვილის შეხვედრა აღარ გაიმართება


საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძეს შორის შეხვედრა აღარ გაიმართება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის დღევანდელი განცხადების შემდეგ მიიღო. „ამ განცხადებამ დამარწმუნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს შეხვედრა განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ როგორც წინასაარჩევნო პიარის ნაწილი და არა - რეალური სურვილი დიალოგისა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე ვაუქმებ დათქმულ შეხვედრას და მთელ პასუხისმგებლობას აღნიშნულის თაობაზე ვაკისრებ დავით ბაქრაძეს და "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
XS
SM
MD
LG