Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში კვლავ განმეორდა ძალადობა


ეგვიპტიდან მიღებული ცნობებით პარასკევს დამხობილი ისლამისტი პრეზიდენტის მუჰამედ მორისის ათეულ ათასობით მომხრე გამოვიდა ქუჩებში, რასაც კვლავ მოჰყვა ძალადობა კაიროსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, კაიროს ცენტრალურ რამზესის მოედანსა და სხვა ნაწილებში კი სროლის ხმაც ისმოდა. ვრცელდება ცნობები, რომ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას ჰქონდა ადგილი ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში. ეგვიპტის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ისმაილიაში კი პოლიციამ მორსის ოთხი მომხრე დახოცა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით კი კაიროში ერთი პოლიციელი დაიღუპა. „მუსულმანთა საძმო“ ეგვიპტელებს ამბოხისა და „მრისხანების პარასკევისკენ“ მოუწოდა. ოთხშაბათის შემდეგ ეგვიპტეში შეტაკებებისას 620-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
XS
SM
MD
LG