Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო სახსრების მისაკუთრებაში ადანაშაულებენ ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ პრეზიდენტს


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, გია ნაცვლიშვილი და შპს "არტესის" დამფუძნებელი ზაზა კაპანაძე. საგამოძიებო სამსახურის თანახმად, დადგინდა, რომ თბილისში ჩატარებული სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოების დროს „არტესმა“ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ფიქტიურად გაზარდა და ამ გზით ეს პირები თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილ 4 052 108 ლარს. საგამოძიებო სამსახური ნაცვლიშვილს ამ საწარმოს არაოფიციალურ დამფუძნებლად მოიხსენიებს. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ნაცვლიშვილმა საგამოძიებო სამსახური დაკითხვის შემდეგ განცხადების გაკეთების გარეშე დატოვა. მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი კლიენტი ბრალს არ აღიარებს და ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. ადვოკატის თქმით, "არტესის" დამფუძნებლებს შორის, რომლებსაც გამოძიება ედავება, მოიხსენიებენ გია ნაცვლიშვილს, რომელიც შპს-ს დამფუძნებელი არ ყოფილა და იგი კომპანიაში მხოლოდ კონსულტანტად მუშაობდა.
XS
SM
MD
LG