Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ფარული ჩანაწერების განადგურების თარიღს 2 სექტემბერს დაასახელებენ


ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული კომისიის სხდომა სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს" კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, კახა კახიშვილმა განუცხადა. კომისიის ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფარული ჩანაწერები 15 აგვისტომდე უნდა განადგურებულიყო, თუმცა გადაწყვეტილების შესრულება გადაიდო. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული კომისიის წევრ, პოლიტოლოგ კახა კახიშვილის განმარტებით, სწორედ ამ სხდომაზე იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ფარული ჩანაწერების განადგურების თარიღის შესახებ. 17 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამეგრელოში, მიწაში ჩამარხულ პლასტმასის კასრებში ნანახი იქნა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები, ნარკოტიკები, დასასჯელ პირთა სია და არარეგისტრირებული საბრძოლო იარაღი.
XS
SM
MD
LG