Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საგარეო უწყებამ ავიაბილეთები შეიძინა


სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად ბეირუთი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით 8 სექტემბრით დათარიღებული ავიბილეთები შეიძინა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მისი განცხადებით, საქართველოში დაბრუნდება 18 მოქალაქე, რომლებმაც დახმარების თხოვნით მიმართეს. სამინისტროს განმარტებით, სირიაში მყოფმა მოქალაქეებმა შეთავაზების მიუხედავად თავი შეიკავეს ესარგებლათ ჯერ პირველი, შემდეგ კი 5 სექტემბრით დათარიღებული ავიაბილეთებით ბეირუთი-ქაირო-თბილისის მიმართულებით, რამაც ორგანიზაციული სირთულეები შექმნა. ”მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ კაიროში მაქსიმალურად გამოიყენეს ყველა რესურსი და შედეგად, საქართველოს მოქალაქეები სირიიდან სამშობლოში 8 სექტემბერს გამოემგზავრებიან” - ნათქვამია სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG