Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ვიცე-პრემიერი: სამოქალაქო ომი ჩიხში მოექცა


სირიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ყადრი ჯამილის შეფასებით, სამოქალაქო ომი ჩიხში მოექცა, როცა არც ერთ მხარეს არ შესწევს ძალა გამარჯვების მოსაპოვებლად. სირიის ვიცე-პრემიერმა ეს მოსაზრება გამოთქვა გაზეთ „გარდიანთან“ ინტერვიუში. მისი განცხადებით, სირიის მთავრობა მზად არის ზავისაკენ მოწოდებისთვის, თუ ჩატარდება ჟენევაში დაგეგმილი სამშვიდობო კონფერენცია. ჯამილი აღნიშნავს, რომ სირიის ეკონომიკა 100 მილიარდამდე დოლარით დააზარალა მთავრობასა და მეამბოხეებს შორის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ. იუწყებიან ასევე, რომ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში გამოთქვა თეირანის მზადყოფნა, ორგანიზება გაუკეთოს სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG