საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფლებში ხურვალეთში, დიცსა და დვანში იმყოფებოდნენ. შექმნილ ვითარებას ტრაგიკული უწოდა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. ”მე ეს მაგონებს ბერლინის კედელს, როდესაც ხელოვნურად აღმართული ბარიერებით ხდება ადამიანებისთვის ხელისშეშლა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ნორლანდმა. საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, რომელიც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის წევრია, უცხოელ დიპლომატებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საოკუპაციო ხაზთან, როდის დაიწყო გამყოფი ბარიერების აღმართვა და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. "ძალიან მნიშვნელოვანია ელჩებმა საკუთარი თვალით ნახონ შექმილი ვითარება, რადგან ეს დაგვეხმარება საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციაში”, - განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების დეტალურად ინფორმირებას.
ყველაზე პოპულარული
1