მოსკოვში ახალგაზრდების ჯგუფი შეიჭრა სავაჭრო ცენტრ „ბირიუზაში“, ჩაამსხვრია მინები და ისროლა ჩირაღდნები შენობისათვის ცეცხლის წასაკიდებლად. ინიცდენტი მოჰყვა ახალგაზრდა კაცის მკვლელობას, რაშიც მიგრანტ მუშებს ადანაშაულებენ. მოსკოვიდან იუწყებიან, რომ სავაჭრო ცენტრში შეჭრილი ახალგაზრდები ნაციონალისტურ ლოზუნგებს ყვიროდნენ და დაუპირისპირდნენ პოლიციელებს, რომლებმაც შეკრებილების დაშლა სცადეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. ასევე კვირას, სამხრეთ-დასავლეთ მოსკოვში მდებარე ბირიულიოვოს რაიონის მოსახლეეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და პოლიციის უფროსის გადადგომა, ხუთშაბათს მომხდარი მკვლელობის გამო. ცნობების თანახმად, 25 წლის მამაკაცი ხუთშაბათს ცივი იარაღით მოკლა დაუდგენელმა პირმა, გოგოს გამო უთანხმოებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფულადი ჯილდო, მილიონი რუბლი დააწესა ინფორმაციისათვის, რომელსაც მკვლელის შეპყრობა მოჰყვება.
მოსკოვში მოქალაქეების ჯგუფი შეიჭრა სავაჭრო ცენტრში, ადგილობრივი ახალგაზრდის მკვლელობის შემდეგ
ყველაზე პოპულარული
1