Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 უბანი გაიხსნება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ


საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემად 50 უბანი გაიხსნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ "შერატონ მეტეხი პალასში" განუცხადა. მისი თქმით, ყველგან დაკომპლექტდა უკვე საარჩევნო კომისიები. ასევე დაზუსტდა ამომრჩეველთა სიები. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ყველა პირს, ვისაც ჰქონდა სურვილი რეგისტრაცია გაევლო, ამის შესაძლებლობა მიეცა და გასულ წელთან შედარებით წელს რეგისტრაციის პროცესი ბევრად გამარტივებული იყო. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 27 ოქტომბერს საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებში, საკონსულოებში გახსნილ უბნებზე საარჩევნო პროცესები ჩაივლის მშვიდად, სამართლიანად და დემოკრატიულად. ფანჯიკიძემ ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოში მრავალრიცხოვანი დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს 700-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა დიდი რაოდენობით დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამით "ჩვენ ვაჩვენებთ, რომ საქართველოში შესაძლებელია ნამდვილი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება".
XS
SM
MD
LG