Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა ისრაელს, სადაც საუბარის ძირთადი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იქნება. გასულ კვირაში ჟენევაში შეიკრიბნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და ირანის წარმომადგენლები, რათა სანქციის გაუქმების სანაცვლოდ თეირანისაგან ბირთვული პროგრამის შეწყვეტას მიაღწიონ. თუმცა, საფრანგეთმა და ისრაელმა შეშფოთება გამოხატეს ამ გარიგების გამო. კვირას ისრაელში ჩასულმა ოლანდმა განაცხადა, რომ ბირთვული ირანი მთელი მსოფლიოს საფრთხედ გადაიქცევა, ხოლო საფრანგეთი ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ მაშინაც კი არ შეწყვეტს ბრძოლას, თუკი მარტო დარჩება
XS
SM
MD
LG