Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი 2-ის განცხადებით, უკრაინაში არ შეუშვეს ჟურნალისტი დავით კაკულია


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის განცხადებით, მისი ჟურნალისტი დავით კაკულია უკრაინაში არ შეუშვეს. თავად დავით კაკულიას ინფორმაციით, მას კიევის აეროპორტში მესაზღვრეებმა განუმარტეს, რომ შეტანილია ე.წ. შავ სიაში და ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. ამ ფაქტის გამო რუსთავი 2-მა განაცხადა, რომ მის ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი უსაფუძვლოდ შეუშალეს და ამასთან, დაირღვა როგორც ორმხრივი შეთახმებები, ისე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები. ტელეკომპანია უკრაინული მხარისგან განმარტებებს მოითხოვს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, მომხდარ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება მოახდნოს.
XS
SM
MD
LG