Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მომხდარ აფეთქებას ცხრა ადამიანი შეეწირა


ბაღდადის ცენტრში ავტობუსის გაჩერებაზე დანაღმული ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციისა და სამედიცინო დაწესებულებების ცნობით დაიჭრა 16 ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა, როგორც იუწყებიან, ქვეყანაში ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ სუნიტური ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც ალ ყაიდას დროშით აწარმოებენ ბრძოლას. შაბათს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიქიმ მოსახლეობას გაერთიანებისა და ალ ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG