Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის 13-მა წევრმა წარმოადგინა რეკომენდაციები აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალზე


ევროკავშირის 13 წევრმა წარმოადგინა რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლებიც ეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას და მის მომავალს. ტექსტი შეიცავს ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრებისთვის, მათ შორის საქართველოსათვის, „ევროპული პაკეტის“ შეთავაზებას, გარდა ასოცირების შეთანხმებებისა. აქამდე სწორედ ასოცირების შეთანხმება იყო ევროკავშირის ყველაზე შორსმიმავალი წინადადება. საქართველოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ მისთვის და მოლდავეთისათვის ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად საჭირო პროცესი და მზად იყოს კარგად კოორდინირებული რეაქციისათვის, თუ ეს ორი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის ქვეშ მოექცევა. ევროკავშირის 13 წევრის დოკუმენტს სათაურით „20 პუნქტი აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის ვილნიუსის შემდეგ“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ორშაბათს, ბრიუსელში შეხვედრისას. აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნები არიან, საქართველოსთან და მოლდავეთთან ერთად, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსია.
XS
SM
MD
LG