Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში


საქართველო და ევროკავშირი ახალ მოლაპარაკებას იწყებენ. თბილისში იმყოფება ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი, რომლის ვიზიტის ფარგლებში დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე. გიუნტერ ოტინგერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს შეხვდა. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ოტინგერმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების იდეას ევროკავშირის გუნდი მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ ამ სფეროშიც საქართველო ევროპას სათანადო პარტნიორობას გაუწევს. გიუნტერ ოტინგერის განცხადებითვე, მოლაპარაკება 6-8 თვეს გაგრძელდება და შეთანხმებას ხელი სავარაუდოდ, ოქტომბერში მოეწერება. ევროკომისართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველო გახდება საერთო ევროპული ენერგეტიკული სივრცის ნაწილი და თბილისი მზად არის ამ მიმართულებით დიპლომატიური მუშაობა გაააქტიუროს.
XS
SM
MD
LG