Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 18 თებერვლის შემდეგ 77 ადამიანი დაიღუპა


უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, კიევში ვითარების გამწვავებიდან, 18 თებერვლიდან 77 ადამიანია დაღუპული. სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 21 თებერვლის დილის 6 საათამდე სამედიცინო დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს 577-მა დაზარალებულმა მიმართა. მათგან 369 ჰოსპიტალიზებულია. ოპოზიციაში აცხადებენ, დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავის მხრივ, 13 სამართალდამცავის გარდაცვალებას იუწყება.
XS
SM
MD
LG